spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ზირკზემ დებიუტში გაიტანა 

ინგლისის პრემიერ ლიგის გახსნითი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ფულემი” უპირისპირდებოდნენ, წითელი ეშმაკების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯოშუა ზირკზე ინგლისში “ბოლონიადან” გადავიდა და პირველივე მატჩში “მანჩესტერს” მხსნელად მოევლინა.

ფეხბურთელი მოედანზე მეისონ მაუნტის ნაცვლად 61-ე წუთზე ჩაერთო და გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე გაიტანა.

დღეს პრემიერ ლიგის სხვა 6 შეხვედრა გაიმართება. სათამაშო დღე 15:30 საათიდან დაიწყება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები