1 სექტემბერს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა. გასულ ზაფხულს ქართულ ფეხბურთში არაერთი საინტერესო ტრანსფერი მოხდა.
პირველი რიგში უნდა აღვნიშნოთ ქართველთა წარმატებები საფრანგეთში. გიორგი მიქაუტაძე “ლიონში” ხოლო ზურიკო დავითაშვილი “სენტ-ეტიენში” გადავიდა სათამაშოდ. მართალია არცერთის გუნდს კარგი დროება არ უდგას, თუმცა ტოპ 5 ლიგაში თამაში მაინც კარგია.
აღსანიშნავია გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი “ლივერპულში”.
ქართველ მეკარე შემდეგი სეზონიდან მერსისაიდელების კარს დაიცავს, მანამდე ის “ვალენსიაში” დარჩება.