ქართველი ფეხბურთელი დავით ვოლკოვი ერთ ნაბიჯშია კონფერენსლიგასთან. მისმა გუნდმა “ზირამ”, კონფერენსლიგის მესამე ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებაში, ხორვატიული “ოსიეკი” გამოთიშა და play off-ში გავიდა.
ქართველი ფორვარდი საქმეში პირველივე წუთებიდან იყო. მისი კლუბი 1:2 მარცხდებოდა, როდესაც ვოლკოვმა 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში არაფერი შეცვლილა. გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც უკეთესები აზერბაიჯანელები აღმოჩნდნენ.
ვოლკოვი სეზონს კარგად იწყებს და არ არის გამორიცხული, ვილი სანიოლის გეგმებშიც შედიოდეს სექტემბრის თამაშებისთვის.