პოლონელი მეკარე ვოიცეს სჩესნი კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
პოლონელმა მეკარემ კარიერის დასრულების შესახებ გასულ სეზონის შემდეგ განაცხადა, თუმცა კარიერა აღადგინა და კატალონიურ გუნდს შეუერთდა
სჩესნის დამატების მიზეზი მარკ ანდრე ტერ შტეგენის ტრავმაა. გერმანელი მეკარე გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდება.