ნიგერიელი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი “ნაპოლიდან” კარიერას თურქულ “გალათასარაიში” გააგრძელებს. თურქულ გუნდს გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლის” თავკაცმა ფეხბურთელი, სერია A-ს განაცხადში არ შეიყვანა. ნიგერიელი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედიოდა.
საბოლოოდ დასრულდა დუეტი სახელად “KO”. ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა, ნეაპოლში ეპოქალური დუეტი შექმნეს, თუმცა ახალ სეზონში, ფეხბურთელებს ერთად ვეღარ ვიხილავთ.