მადრიდის “რეალის” 24 წლის ბრაზილიელი გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი, 2024 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდება. ამის შესახებ გაზეთი marca წერს.
marca-ს ცნობით, ფეხბურთელმა უკვე იცის, რომ პარიზში დაგეგმილი “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე აღნიშნულ ჯილდოს მიიღებს.
გასულ სეზონში ვინისიუსმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი. რაც შეეხება პირად შედეგებს – ფეხბურთელმა 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.