“ვილიარეალმა” ცნობილი კოტდიუვარელი მარჯვენა გარემარბი ნიკოლას პეპე დაიმატა. ფეხბურთელი კლუბს უფასოდ შეუერთდა.
ნიკოლას პეპე გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლებოდა.
რამდენიმე წლის წინ ლონდონის “არსენალმა” მასში 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა, თუმცა ნიკოლას პეპემ, იმედები ვერ გაამართლა.