spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ვილი სანიოლი – წარმატებების შემდეგ მადა გეხსნება და კიდევ მეტის მიღწევა გსურს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ხვალ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

“ხვალ შედეგის მისაღწევად ბევრად უკეთესად უნდა გამოვიდეთ, ვიდრე ევრო 2024-ზე. ფეხბურთელებმა იციან, ჩეხეთი როგორ თამაშობს, მისგან რას ველოდოთ, ეს ჩვენი პლუსია.

წარმატებების შემდეგ მადა გეხსნება და კიდევ მეტის მიღწევა გსურს, ჩვენი გუნდი ამ კუთხით მოტივირებულია, რომ ზაფხულში გაწეული შრომა წარსულში არ დარჩეს”, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ხვალ, 7 აგვისტოს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა კონფერენსლიგის პირველ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები