საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბრის სანაკრებო შეკრებისთვის გამოძახებულ დებიუტანტ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
ფრანგი თავკაცის აზრით, ისინი ნაკრებში ყოფნას იმსახურებენ, რადგან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ბევრს ნიშნავს.
“ლუკა გადრანი ბოლო წლებია, ყაზახეთის ჩემპიონატში სისტემატურად თამაშობს. ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ რა მნიშვნელობისაა სათამაშო პრაქტიკა. მან დაიმსახურა აქ ყოფნა, ისევე როგორც შოთა ნონიკაშვილმა”, – განაცხადა ვილი სანიოლმა.