გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში „ჟირონას“ უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი “ვალენსია“ გააქტიურდა და ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა – “ღამურები“ 56-ე წუთზე ხუანპეს ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო 58-ე წუთზე „ჟირონას“ კარში გომესმა გაიტანა.
ამის შემდეგ მამარდაშვილმა “ვალენსია” სამჯერ გადაარჩინა და სეზონში კარი მშრალად პირველად შეინახა.
ლა ლიგაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ “ვალენსიას“ 4 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე იმყოფება.