გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია”, ესპანეთის ერთ-ერთ გრანდს, მადრიდის “ატლეტიკოს”ესტუმრა და უშანსოდ, 0:3 დამარცხდა.
რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. ქართველმა რამდენჯერმე უშველა “ვალენსიას”, თუმცა დედაქალაქელებმა მაინც შეძლეს მისი კარის სამჯერ აღება.
გასული ოთხი ტურის შემდეგ, “ვალენსია” ბოლო ადგილზეა.