დღეს, 28 სექტემბერს, ესპანეთის ლა ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” ანოეტაზე “რეალ სოსიედადს” ესტუმრება. შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.
შვიდი ტურის შემდეგ ქართველის გუნდს კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. “ღამურებს” მხოლოდ 5 ქულა აქვთ და ცხრილში მეჩვიდმეტე ადგილს იკავებენ.
რაც შეეხება მასპინძელ “რეალს სოსიედადს”, საამაყო სიტუაცია არც მათ აქვთ. 7 ტურის შემდეგ 5 ქულით მეთექვსმეტე ადგილზე არიან.