spot_imgspot_imgspot_imgspot_img

“ვალენსია” სეზონში ზედიზედ მესამედ დამარცხდა

ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, ერთმანეთს “ატლეტიკ ბილბაო”  და “ვალენსია” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბასკების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ეს მარცხი გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიასთვის” ზედიზედ მესამე იყო სეზონში. ღამურები ცხრილში 20-ე ადგილს იკავებენ.

კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს. ქართველმა 3 მოგერიების გაკეთება შეძლო, თუმცა ამან გუნდს ვერ უშველა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები