დღეს, 31 აგვისტოს ესპანეთის ლა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება.
განსაკუთრებულ ინტერესს ქართველ გულშემატკივარში “ვალენსიას” და “ვილიარეალს” შორის გასამართი შეხვედრა იწვევს. მატჩი მესტალიაზე 23:30 საათზე დაიწყება.
გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს. ღამურების ანგარიშზე 0 ქულა აქვთ.
შეძლებს “ვალენსია” პირველი ქულების აღებას?