გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია”, ლა ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში “ოსასუნას” შეხვდება. შეხვედრა მესტალიაზე, 21:00 საათზე გაიმართება.
“ვალენსია” სეზონს ცუდად იწყებს. ექვსი ტურის შემდეგ “ღამურებს” 4 ქულა აქვთ და 19-ე ადგილას არიან, ხოლო “ოსასუნა” 10 ქულით რეიტინგში მერვეა.
გუნდის ცუდი შედეგების მიუხედავად, ქართველი მეკარე იდეალურ ფორმაშია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ახალი სეზონიდან “ლივერპულში” ითამაშებს.