საქართველოს ხელბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობაზე, პრეზიდენტად ვახტანგ მეიფარიანი აირჩიეს.
ყრილობაზე ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ლევან სალუქვაძე, გენერალურ მდივნად კი – ლევან გელაშვილი.
საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული ესწრებოდნენ.