UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი აცხადებს, რომ უმარ ნურმაგომედოვი მალე UFC-ის ახალი ჩემპიონი გახდება.
“მერაბ, შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერსად დაიმალები. მალე უმარი სუპერმსუბუქი წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი გახდება და ტიტულს იქამდე შეინარჩუნებს, სადამდეც მას ენდომება”, – აცხადებს უსმან ნურმაგომედოვი.
იმ დღის შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა, აქტიურად იწერება ქართველისა და უმარ ნურმაგომედოვის სამომავლო ბრძოლაზე. როგორც ჩანს, მერაბი დვალიშვილი სწორედ მასთან დაიცავს პირველად ქამარს.