დღეს, 6 სექტემბერს, US open-ის ქალთა თანრიგის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. ამერიკას ფინალში ერთი წარმომადგენელი ეყოლება.
რეიტინგის 13-ე ნომერი ემა ნავარო ტურნირის მთავარ ფავორიტ, რეიტინგის 2-ე ნომერ არინა საბალენკასთან ორ სეტში (3:6,6:7) დამარცხდა.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, რეიტინგის მე-6 ნომერმა, ამერიკელმა ჯესიკა პეგულამ 52-ე ნომრად განთესილი კაროლინა მუკოვა სამ სეტში (1:6,6:2,6:4) დაამარცხა.
ფინალური შეხვედრა 8 სექტემბერს გაიმართება.