უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
უკრაინის ნაკრები 15 ნოემბერს ბათუმში საქართველოს ესტუმრება, ხოლო 19-ში ტირანას ალბანეთში დაუპირისპირდებიან
უკრაინის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გეორგი ბუშჩანი („დინამო“ კიევი), ანატოლი ტრუბინი („ბენფიკა“, პორტუგალია), ანდრეი ლუნინი („რეალი“, ესპანეთი);
მცველები: მიკოლა მატვიენკო, ეფიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (ყველა – „შახტარი“), ოლექსანდრ ტიმჩიკი („დინამო“ კიევი), ვიტალი მიკოლენკო („ევერტონი“, ინგლისი), ილია ზაბარნი („ბორნმუთი“, ინგლისი), მაქსიმ ტალოვიეროვი (ლასკ, ავსტრია);
ნახევარმცველები: გეორგი სუდაკოვი, დმიტრო კრისკივი, ოლექსანდრ ზუბკოვი (ყველა – „შახტარი“), მიკოლა შაპარენკო, ვოლოდიმირ ბრაჟკო (ორივე – „დინამო“ კიევი), ოლექსი გუცულიაკი, ოლექსანდრ ნაზარენკო (ორივე – „პოლისია“), ივან კალუჟნი („ოლექსანდრია“), მიხაილო მუდრიკი („ჩელსი“, ინგლისი), ვიქტორ ციგანკოვი („ჟირონა“, ესპანეთი), ოლექსანდრ ზინჩენკო („არსენალი“, ინგლისი), ეგორ იარმოლიუკი („ბრენტფორდი“, ინგლისი);
თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი („რომა“, იტალია), რომან იარემჩუკი („ოლიმპიაკოსი“, საბერძნეთი), ვლადისლავ ვანატი („დინამო“ კიევი).