დღეს, 30 სექტემბერს, Crystalbet ეროვნული ლიგის XXVII ტურის დღის პირველ შეხვედრაში, წყალტუბოს “სამგურალმა” თბილისის “საბურთალოს” უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მამაგეიშვილის და სილას გოლებით “იბერია” მალევე დაწინაურდა, თუმცა “სამგურალმა” ლუკა ხორხელის დუბლით და ილია ახვლედიანის გოლებით წინ გასვლა მოახერხა. 79-ე და 90+1 წუთებზე ირაკლი სიხარულიძემ დუბლის შესრულება მოახერხა და “იბერია” თბილისში გამარჯვებით ბრუნდება.
27 ტურის შემდეგ საბურთალო 52 ქულით მეორე ადგილზეა ადგილზეა და კონკურენტების თამაშს ელოდება, ხოლო “სამგურალი” 31 ქულით ცხრილში მეხუთეა.