spot_imgspot_imgspot_imgspot_img

უგანდელი ოლიმპიელი გარდაიცვალა

უგანდელი ოლიმპიელი რებეკა ჩეტპეგი გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა, 33 წლის სპორტსმენს ყოფილი მეგობარი ბიჭი თავს დაესხა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ექიმები რამდენიმე დღე ცდილობდნენ სპორტსმენის გადარჩენას, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს.

თავად თავდამსხმელი ამჟამად ექიმების დაკვირვების ქვეშაა. მას მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება.

ჩეპტეგიმ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონი 44-ე ადგილზე დაასრულა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები