spot_imgspot_imgspot_imgspot_img

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთა ლიგაზე საქართველო-ალბანეთის მატჩის დროს მომხდარი დისციპლინარული დარღვევების გამო დააჯარიმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 14 ათასი ევრო ჯარიმა საზოგადოებრივი გასასვლელების დაბლოკვისთვის დაეკისრა, 12 ათასი ევრო ტრიბუნებიდან ლაზერის გამოყენებისთვის, ხოლო 30 ათასი ევრო ფანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციაში მითითებულია, რომ საქართველო-ალბანეთის მატჩზე მომხდარი დისციპლინარული დარღვევების გამო, უეფას ეგიდით გასამართი მომავალი საშინაო მატჩი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იქნება მასპინძელი, ნაწილობრივ დახურული იქნება (მინუს 2000 ადგილი).

გამოსაცდელი ვადა ორი წელიწადია.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები