ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად იწერებოდა ზუბიმენდის “ლივერპულში” ტრანსფერზე, თუმცა ეს ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა.
25 წლის ესპანელ ნახევარმცველს არაერთი შემოთავაზება ჰქონდა. მერსესაიდელების გარდა, ზუბიმენდი “ბაიერნს” და “არსენალსაც” უნდოდა, თუმცა ფეხბურთელი “სოსიედასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ზუბიმენდი ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველია. ის ევროპის ჩემპიონატზეც იყო, სადაც 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.