spot_imgspot_imgspot_imgspot_img

U21 ნაკრები შვედეთს შეხვდება 

დღეს, 10  ოქტომბერს, საქართველოს 21 წლამდე ეროვნული ნაკრები შვედეთის ქალაქ იენჩეპინგის “შტადსპარკსვალენზე“, ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მასპინძელ შვედეთთან გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ქართველ ახალგაზრდებს 6 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებენ, ხოლო შვედები 14 ქულით მესამე ადგილზე არიან.

რამაზ სვანაძის შეგირდები შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავენ.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები