დღეს, 26 ივლისს იწყება 18 წლამდე ევროპის B დივიზიონის ჩემპიონატი კალათბურთში. აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც მონაწილეობს.
20:30 საათზე ქართველი ჭაბუკები დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
საქართველო კიდევ 3 შეხვედრას გამართავს. ქართველთა მეტოქეები, პორტუგალიელი, ნორვეგიელი და ავსტრიელი თანატოლები იქნებიან.