საქართველო U16 წლამდე საკალათბურთო ნაკრები ევროპის A დივიზიონის ჩემპიონატში ჩაერთვება.
ქართველების მეტოქეები C ჯგუფში საფრანგეთი, პოლონეთი და სლოვენია იქნებიან. პლეიოფში ყველა გუნდი გავა და თექვსმეტივე ადგილისთვის წავა ბრძოლა. მესამე ადგილოსნები B დივიზიონში დაქვეითდებიან.
შეხვედრები 9,10 და 11 აგვისტოს გაიმართება. მატჩის ნახვა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის YOUTUBE პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.