18 სექტემბერს გამართული ჩემპიონთა ლიგის ცენტრალური შეხვედრა “მანჩესტერ სიტისა” და “ინტერს” შორის უგოლო გამოდგა.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა. იყო არაერთი კარისკენ და კარში დარტყმის მცდელობა, თუმცა მეკარეები იან ზომერი და ედერსონი მოწოდების სიმაღლეზე გახლდნენ.
“მანჩესტერ სიტის” შემდეგი მეტოქე ბრატისლავის “სლოვანი” იქნება, რომელმაც თავისი შეხვედრა “სელტიკთან” 5:1 წააგო.
რაც შეეხება “ინტერს”, იტალიის მოქმედი ჩემპიონი “ცრვენა ზვეზდას” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრები 1 ოქტომბერს გაიმართება