დღეს, 28 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის “ბაიერნი” ლევერკუზენის “ბაიერს” უმასპინძლებს. შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.
ლევერკუზენის “ბაიერი” მოქმედი ბუნდესლიგის ჩემპიონია. ჩაბი ალონსოს თავკაცობით გუნდმა ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო. მათი სერიის დასრულება ახალ სეზონში “ლაიფციგმა” შეძლო, როდესაც მეორე ტურის შეხვედრაში “ბაიერს” 3:2 მოუგო.
რეკორდმაისტერი სეზონს კარგად იწყებს. მიუნხენელებს 4 შეხვედრიდან 4 მოგება აქვთ და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.