Crystalbet ეროვნული ლიგის, XXV ტურის დღის პირველ შეხვედრაში, წყალტუბოს “სამგურალმა” “თელავს” უმასპინძლა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, თუმცა გუნდებმა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოახერხეს.
პირველი ტაიმი “თელავმა” დეიან გეორგევიჩის გოლით მოიგო. მეორე ტაიმის სტარტზე, მათე აბულაძემ ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე სტუმრები ისევ წინ გავიდნენ, გოლის ავტორი ანდრე მენსალაო გახლდათ. შეხვედრის საბოლოო საყაიმო ანგარიში, 90+8 წუთზე დემურ ჩიხრაძემ დააფიქსირა და “სამგურალს” ქულა გადაურჩინა.
“სამგურალმა” 25 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დარჩა, ხოლო “თელავი“ 24 ქულით მე-8 პოზიციაზეა.