“ლესტერ სიტის” ყოფილი მწვრთნელი ინგლისელი კრეგ შექსპირი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობილი მწვრთნელის გარდაცვალება დილით ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.
კრეგ შექსპირი კლაუდიო რანიერის ასისტენტი გახლდათ, როდესაც “ლესტერმა” პრემიერ ლიგა სასწაულებრივად მოიგო.