გრძელდება ATP 1000 ქულიანი მასტერსი ცინცინატში. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს რუსი ალექსანდრ რუბლიოვი და ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი შეხვდებიან. შეხვედრა გამთენიის 03:30 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალურ ეტაპზე პოპირინმა კორდას, ხოლო რუბლიოვმა მატეო არნალდის მოუგეს და ფინალში კვალიფიცირდნენ.
ჩოგბურთელები აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ვენის 500-ქულიან ტურნირზე, რუბლივმა სძლია პოპირინს. მონტე-კარლოს 1000-ქულიან მასტერსზე კი პოპირინი გამოდგა უფრო ძლიერი.