spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ციხიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირობამდე – პაოლო როსი 68 წლის გახდებოდა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი დღეს 68 წლის გახდებოდა.

ფეხბურთელი 1956 წლის 23 სექტემბერს, ტოსკანის რეგიონში დაიბადა.

საფეხბურთო ჰორიზონტზე ის ჯერ კიდევ 1974 წელს გამოჩნდა, როდესაც “იუვენტუსმა” 18 წლის ფეხბურთელი გუნდში აიყვანა, თუმცა კონკურენციის გამო მალევე “კომოში” გაანათხოვრეს.

შემდეგ იყო სერია B- გუნდი “ვინჩენზა”. ხოლო 1977-78 წლები, პაოლო როსისთვის ტრამპლინად იქცა. ახლად დაწინაურებულმა “ვინჩენზამ” ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო როსი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

1978-79 წლებში “ვინჩენზა” სერია A-დან ვარდება. გუნდმა სეზონში 29 გოლი გაიტანა, აქედან როსის ანგარიშზე 15 გახლდათ.

ცხადი იყო პაოლო როსი სერია B-ში არ დაქვეითდებოდა. მისი ახალი კლუბი “პერუჯა” გახლდათ. როსიმ სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, თუმცა მალევე მას და სხვა რამდენიმე ფეხბურთელს ბრალი თამაშების გარიგებაში დასდეს. სასამართლომ როსი ცოტა ხნით ციხეში ჩასვა. როსის მალევე გათავისუფლებასთან რომის პაპიც კავშირშია. საბოლოოდ როსის  3 წლით აუკრძალეს ფეხბურთის თამაში.

1982წელს დაბრუნებული როსი უკვე “იუვენტუსის” ფეხბურთელია. “ბებერმა ქალბატონებმა” როსი ჯერ კიდევ დისკვალიფიკაციის დროს იყიდეს.

სადებიუტო შეხვედრაში ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა.

როსის საოცარი მუნდიალი

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ენცო ბეარძოტი დარწმუნებული იყო, რომ როსი უთამაშებელიც ვარსკვლავებს მოწყვეტდა.

მწვრთნელის გათვლამ გაამართლა – მსოფლიოს ჩემპიონატზე  პაოლო როსიმ 6 გოლი გაიტანა, გახდა ბომბარდირი და იტალიის ნაკრებს მოაგებინა მსოფლიო ჩემპიონატი.

მეოთხედფინალში ფაქტობრივად მარტომ გააგდო ბრაზილიის ნაკრები. სელესაოს მან 3 გოლი გაუტანა.

“ჩვენ დღეს იტალიასთან არ წაგვიგია, წავაგეთ როსისთან“, – აღნიშნა თამაშის დასრულების შემდეგ ბრაზილიელთა დამრიგებელმა ტელე სანტანამ.

ფინალში იტალიამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 3:1 მოუგო. თავისი გოლი როსიმ აქაც გაიტანა და იტალიას მესამედ მოუპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის წოდება.

ლეგენდარული იტალიელი 2020 წლის 9 დეკემბერს, 64 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები