spot_imgspot_imgspot_imgspot_img

წაგების მიუხედავად მამარდაშვილი გამორჩეული იყო

ესპანეთის ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” მესტალიაზე კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მატჩის 44-ე წუთზე უგო დუროს გოლით ღამურები დაწინაურდნენ, თუმცა რობერტ ლევანდოვსკიმ მამარდაშვილის კარში ორი გოლის გატანა მოახერხა და ბარსელონა სეზონს მოგებით იწყებს.

გამორჩეული იყო გიორგი მამარდაშვილი, ქართველმა მეკარემ კატალონიელთა წინააღმდეგ 4 სეივის განხორციელება შეძლო.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები