ინგლისის ნაკრების ცენტრალური ფორვარდი აივან ტოუნი “ბრენტფორდიდან” კარიერას საუდის არაბეთის გუნდ “ალ ჰილალში” გააგრძელებს.
ტოუნი კვირაში 400 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რაც ბონუსებით 500 000 ფუნტ სტერლინგამდეც გაიზრდება.
ფეხბურთელის ხელფასი ბრენტფორდში, კვირაში 50 000 ფუნტ სტერლინგი იყო და არაბეთში წასვლის შემდეგ, ტოუნის შემოსავალი 10-ჯერ გაიზარდა.