ქუთაისის “ტორპედომ” Crystalbet ეროვნული ლიგის XXVII ტურის შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ქუთათურებმა “თელავი” “კავკასიონი არენაზე” 2:1 დაამარცხეს.
შეხვედრაში ანგარიში 12-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გახსნა, რასაც 52-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ უპასუხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 61-ე წუთზე კვლავ ნორვეგიელმა ფორვარდმა დასვა და “ტორპედოს” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ქუთაისის “ტორპედო” ამ გამარჯვებით კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა ცხრილში. მათ ანგარიშზე 57 ქულაა. რაც შეეხება ბიორნ იონსენს, მას 18 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.