spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ტომას მიულერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მანუელ ნოიერის შემდეგ, გერმანიის ნაკრებს კიდევ ერთი ლეგენდა, ტომას მიულერი ტოვებს.

ტომას მიულერი უკვე 14 წელია, გერმანიის ნაკრების ღირსებას იცავს.

ფეხბურთელი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ბრძოლისუნარიანობით და დადებითი ხასიათით. მიულერი გამორჩეული ფიგურა იყო.

ფეხბურთელის დებიუტი 2010 წელს შედგა, როცა ამხანაგურ შეხვედრაში გერმანია არგენტინასთან დამარცხდა 0:1.

საბოლოო ჯამში მიულერს 131 შეხვედრაში 45 გოლი დაუგროვდა. ჩატარებული შეხვედრებით ის მესამეა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები