გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ტომას მიულერმა, მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში ჩატარებული შეხვედრების რეკორდი დაამყარა.
რეკორდმაისტერის მაისურით, გერმანელმა შემტევმა 710 შეხვედრა ჩაატარა, რითაც ლეგენდარულ გერმანელ ზეპ მაიერს გაასწრო.
ჩატარებულ 710 შეხვედრაში მიულერმა 245 გოლის გატანა და 269 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.