კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა დღეს 56 წლის გახდებოდა. ესპანელი 2014 წლის 25 აპრილს ყელის კიბოთი გარდაიცვალა.
ტიტო ვილანოვა ერთადერთი მწვრთნელია კატალონიელთა ისტორიაში, რომელმაც ლა ლიგის მოგება 100 ქულით შეძლო.
სამსახურმა ტიტო ვილანოვა და პეპ გვარდიოლა ერთმანეთს შეახვედრა. ესპანელების დუეტმა ბარსელონას ისტორიაში საუკეთესო გუნდი შექმნეს.
2013 წელს ვილანოვა “ბარსელონას” ხორდი როურას უტოვებს და სამკურნალოდ ამერიკაში მიდის. მას მთელი მსოფლიო მხარს უჭერდა თუმცა, 2014 წლის 25 აპრილს ვილანოვა გარდაიცვალა.