საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იუბილარია, ის 33 წლის გახდა.
შენგელია ამჟამად იტალიური “ვირტუსის” ღირსებას იცავს და ევროლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელია.
კარიერის განმავლობაში თოკოს არაერთ გუნდში უთამაშია. გამოსარჩევია მისი NBA-ში თამაში, თუმცა ამერიკულ კალათბურთში მან ფეხი დიდად ვერ მოიკიდა. შემდეგ იყო “ბასკონია”, “ცეესკა” და ახლა უკვე “ვირტუს ბოლონია”.