spot_imgspot_imgspot_imgspot_img

თბილისის “დინამოს” მნიშვნელოვანი გამარჯვება 

Crystalbet ეროვნული ლიგის XXVIII ტურის პირველ შეხვედრაში, თბილისის “დინამო” წყალტუბოს “სამგურალს” ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

26 მაისის სახელობის მოედანზე პირველი გოლი დომინიმ რეიტერმა 29-ე წუთზე გაიტანა და თბილისელები დააწინაურა. 40-ე  წუთზე დემურ ჩიხლაძემ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი დედაქალაქელთა რიგებიდან ვასილიოს გორდეზიანმა 86-ე წუთზე  გაიტანა და “დინამოს” გამარჯვება მოუტანა.

ამ მოგებით თბილისელებმა 35 ქულა დააგროვეს და უშუალო და მეხუთე ადგილზე არიან, ხოლო წყალტუბოელები 31 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები