spot_imgspot_imgspot_imgspot_img

თბილისის “დინამომ” ბათუმში ქულა აიღო

Crystalbet ეროვნული ლიგის ოცდამეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. ორმხრივი შეტევებით მიმდინარე შეხვედრა, ფრედ 1:1 დასრულდა.

მასპინძლები მარიო ბალბურდიამ  30-ე წუთზე დააწინაურა. პირველი ტაიმი ბათუმურმა გუნდმა მოიგო. 81-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ ანგარიში გაათანაბრა და მატჩიც ასე დასრულდა.

25 ტურის შემდეგ ბათუმის “დინამოს” 36 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო თბილისის “დინამო” 28 ქულით მეშვიდეა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები