თბილისის “დინამო” გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულში” ტრანსფერში სოლიდურ თანხას მიიღებს.
“ვალენსიამ” მამარდაშვილი 2021 წელს 800 000 ევროს სანაცვლოდ იყიდა და შემდეგი ტრანსფერის 10% თბილისურ გუნდს დაუტოვა.
მერსისაიდელები მამარდაშვილში 35 მილიონ ევროს იხდიან. შესაბამისად 3.5 მილიონ ევროს თბილისური გუნდი მიიღებს.