“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა თავკაცმა ერიკ ტენ ჰააგმა ევროპა ლიგის პირველ ტურში “ტვენტესთან ნათამაშები ფრის შემდეგ თავისი გუნდი კრიტიკისგან დაიცვა და აღნიშნა, რომ მათ მომავლის სჯერათ.
“ჩვენ მომავლის გვჯერა, ჩვენ ვმუშაობთ და ვვითარდებით. აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზეა გაკეთებული. გასულ სეზონში რასმუს ჰოილუნდი შევიძინეთ, წელს კი ჯოშუა ზირკზე და ლენი იორო. ჩვენ მომავლის გუნდი ვართ და გვჯერა მათი”, – განაცხადა მან.
“წითელ ეშმაკებს” ინგლისის პრემიერ ლიგის 5 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვთ და ცხრილში მეთერთმეტე ადგილს იკავებენ.