გასული სუპერ ლიგის სეზონის გამორჩეული კალათბურთელი ჯო ნეიგლი, რომელიც ტყიბულის “ორბში” თამაშობდა, 2024 წლების NBA SUMMER LEAGUE-ში იღებდა მონაწილეობას. ის “საკრამენტო კინგსის” მეორე გუნდის ღირსებას იცავდა.
ამჟამად ჯო ნეიგლი საბერძნეთის კლუბ “მარუსში” ირიცხება, თუმცა ნამდვილად სასიამოვნო სანახავი იყო მისი ნახვა საზაფხულო ლიგაში.
ამერიკელი კალათბურთელი სუპერ ლიგის ALL STAR შეხვედრაშიც მონაწილეობდა და სამქულიანების კონტესტის გამარჯვებულიც გახდა.