დღეს 1 ნოემბერს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის, IV ტური დაიწყება.
პირველი დღის შეხვედრაში “ბათუმი” თბილისის “ამრას” უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება.
ბათუმელებს 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდან ერთი მოიგო, ხოლო ერთში დამარცხდა. რაც შეეხება “ამრას”, თბილისელებმა 3 შეხვედრიდან 1 მოიგეს, ხოლო 2 წააგეს.