spot_imgspot_imgspot_imgspot_img

© www.theringer.com – ანდრეს ესკობარი

ერთი ავტოგოლის ამბავი

ანდრეს ესკობარი-კოლუმბიელი ფეხბურთელი. მეტსახელად “ფეხბურთის ჯენტლმენი”.

ანდრეს ესკობარი დაიბადა 1967 წლის 13 მარტს, კოლუმბიის ქალაქ მედელინში. მისი პროფესიონალური კარიერა 1986 წელს იწყება, კოლუმბიურ “ატლეტიკო ნასიონალში”. ის მალევე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება და ბევრი გუნდის ყურადღებასაც იქცევს. 1989წელს, ის ერთი წლით გადაბარგდა შვეიცარულ “იანგ ბოიზში”, თუმცა 1990წელს ისევ დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს.

ნაკრებში ის ორი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა,1990 და 1994. ეს უკანასკნელი მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა.

საბედისწერო მატჩი

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის,ჯგუფური შეხვედრის მატჩში, ერთმანეთს კოლუმბიის და ამერიკის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ამერიკელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში, 34-ე წუთზე, ანდრეს ესკობარმა, ბურთი თავის კარში ჩაჭრა, შემდეგ 52-ე წუთზე სტიუარტმა ამგარიში ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე ადოლფო ვალენსიამ ანგარიში შეამცირა, თუმცა კოლუმბიამ ვეღარ გაათანაბრა და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა.

ესკობარის მკვლელობა

სამშობლოში დაბრუნებული ესკობარი, 1994 წლის 2 ივლისს ღამის კლუბის მიმდებარედ, ქალაქ მედელინში ჩაცხრილეს. სხვადასხვა ინფორმაციით,ეს იყო საპასუხო ქმედება, აზარტული მოთამაშეების და ნარკოკარტელების მიერ,რომლებმაც დიდი თანხა დაკარგეს, კოლუმბიის ნაადრევ გამოვარდნაზე მსოფლიო ჩემპიონატიდან.

სავარაუდო მკვლელი

გამოძიების დასრულების შემდეგ დააკავეს ჰუმბერტო კასტრო მუნიესი. მას 43 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა 11 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

ესკობარის სიკვდილმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ხალხმა ნათლად დაინახა,იმდროინდელი კოლუმბიის უარყოფითი მხარებიი.

ესკობარა დღემდე პატივს მიაგებენ კოლუმბიაში და მას მოიხსენიებენ,როგორც კარგ ფეხბურთელს, ასევე საპატივსაცემო ადამინს.

მიმაგრებული სტატიები