სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიო სპურსმა” “იუტა ჯაზი” დაამარცხა და რეგულარული სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 11 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. თავად გუნდს ფრანგმა ვემბანიამამ ულიდერა, რომელმაც 25 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შემდეგ შეხვედრას “სპურსი” “მინესოტასთან” გამართავს. შეხვედრა 3 ნოემბერს, დილის 4 საათზე დაიწყება.