spot_imgspot_imgspot_imgspot_img

“სფერო ჰოლდინგმა” გენო პეტრიაშვილს და ილია სულამანიძეს საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტები გადასცა

ქართველი ოლიმპიელები გრიგოლეთში – მორიგი სახალხო ზეიმი “სფერო ჰოლდინგის” ორგანიზებით გაიმართა.

კომპანიამ სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.

“სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებლის გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ილია სულამანიძეს გრიგოლეთში, საცხოვრებელ კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში” საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტები გადაეცათ.

სიმბოლური გასაღების გადაცემის შემდეგ, სპორტსმენებმა კომპანიის დამფუძნებელთან ერთად მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი აპარტამენტები დაათვალიერეს.

მულტიფუნქციურმა კორპორაცია “სფერო ჰოლდინგმა” საცხოვრებელი აპარტამენტი გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურსაც გადასცა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები