კორპორაცია “სფერო ჰოლდინგი” პარიზის ოლიმპიურ თამაშების ოქროს მედალოსან გენო პეტრიაშვილს მიღწეული წარმატების გამო საცხოვრებელ აპარტამენტს გადასცემს.
გენო პეტრიაშვილმა ძალიან დაძაბულ ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ოლიმპიურ ოქროს მედალს დაეუფლა.
“სფერო ჰოლდინგმა” წარმატებული სპორტული კარიერის გამო უკვე გადასცა საცხოვრებელი გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურს.