კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, ბრატისლავის “სლოვანი” დანიაში “მიტდიულანდს” ესტუმრა და ფრე 1:1 ითამაშა.
სლოვაკთა ძირითად შემადგენლობაში გურამ კაშია გახლდათ. ქართველი მცველი მოედანზე მთელი თამაშის განმავლობაში იყო.
განმეორებითი შეხვედრა 28 აგვისტოს ბრატისლავაში გაიმართება. “სლოვანი” სახლის უპირატესობის გამოყენებას შეეცდება და შეიძლება გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ.